ჩვენ შესახებ

17.10.2018

ჩვენ შესახებ

                                   MINTRANS - მინტრანსი
 
Indispensable service for your business / შეუცვლელი სერვისი თქვენი ბიზნესისათვის
 
კომპანია „მინტრანსი“ საერთაშორისო გადაზიდვებს 2012 წლიდან ახორციელებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც საიმპორტო, ასევე საექსპორტო და ტრანზიტული ტვირთების ტრანსპორტირებას. დღეისათვის ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს შემდეგ ლოგისტიკურ მომსახურებებს:
 
სახმელეთო გადაზიდვები / Land Freight (სრული FTL და კონსოლიდირებული დატვირთვა LTL, ტენტიანი და ტემპერატურული რეჟიმის მქონე მანქანები, სახიფათო (ADR) ტვირთების გადაზიდვა, კარიდან კარამდე მიტანის სერვისი); 
      
FTL დატვირთვა
„მინტრანსი“ სრული მანქანებით ტრანსპორტირებას გთავაზობთ:
  • ევროპის ქვეყნებიდან;
  • თურქეთიდან;
  • დსთ-ს ქვეყნებიდან.
 
LTL დატვირთვა
კონსოლიდირებული/ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება ჩვენი კომპანის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. 
ტვირთების მოგროვება ხდება ჩვენი საწყობების ბაზაზე შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი, ლიტვა, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი (ურუმჩი). 
მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ ნაკრები/მცირე ტვირთების ტრანსპორტირებას დასაწყობების გარეშე იტალიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, პრიბალტიკის ქვყნებიდან, რუსეთიდან.
 
 
 
შიდა გადაზიდვა
  • ტვირთის შიდა გადაზიდვა არის ტვირთის ერთი ადგილიდან  მეორე ადგილამდე ტრანსპორტირება (გადაადგილება) ერთი ქვეყნის საზღვრებს შიგნით.
  • შიდა გადაზიდვა არ ითვლება საერთაშორისო გადაზიდვად , არ სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით 
  • იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადით.
 
საზღვაო გადაზიდვები / Sea Freight: დიდ მანძილზე ტვირთის გადაზიდვის დაბალი ღირებულებით / გადაზიდვის ყველაზე ეკონომიური სახე.  (ყველა სახის კონტეინერის მეშვეობით, სატერმინალო/საპორტო მომსახურების უზრუნველყოფა, კონტეინერის ძარის დაზღვევა, კონტეინერის დაცლა-გადატვირთვა, კარიდან/კარამდე მიტანის სერვისი დატვირთვის პორტსა და დანიშნულების საბოლოო ადგილამდე);

საჰაერო გადაზიდვები / Air Freight:  ტრანსპორტირების ყველაზე სწრაფი სახე. (ტვირთის დასაწყობება და დისტრიბუცია, საბაჟო პროცედურების შესრულება, კარიდან/კარამდე მიტანის მომსახურება);

საბროკერო/საბაჟო მომსხურებები (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საკონსულტაციო მომსახურება, დოკუმენტაციის მომზადება);

ტვირთების დაზღვევა (თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, გთავაზობთ ტვირთების დაზღვევას კონკურენტუნარიან ფასში).
 
მისია:
მიწოდებული იქნეს ტვირთი/საქონელი აუცილებელი რაოდენობით, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ ადგილას, დადგენილ ვადებში, მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით.
 
  • ზუსტი საქონელი;
  • ზუსტი რაოდენობა; 
  • ზუსტ დროს;
  • ზუსტ ადგილას; 
  • ზუსტი ხარჯებით;
  • ზუსტი ინფორმაცია;
  • ზუსტი პერსონალი;
  • ზუსტი ენერგია;
  • ზუსტი მომსახურება.
 
ჩვენი კომპანიისათვის თითოეული კლიენტი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. ჯანსაღი კომუნიკაცია მომწოდებელსა და ტვირთის მიმღებთან კარგად შესრულებული გადაზიდვის წინაპირობაა.
ჩვენი მომსახურების ხარისხის მაჩვენებლებია სწორად შერჩეული პერსონალის მიერ ტრანსპორტირების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი, სათანადო ინფორმაციული უზრუნველყოფით.  
 
ამოცანები:
  • დატვირთვის ადგილიდან, დაცლის ადგილამდე, კონკურენტუნარიანი ტარიფით გადაზიდვის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ოპტიმალური ტრანსპორტისა და მარშრუტის განსაზღვრა;
  • ტვირთის გადაადგილებასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის კონტროლი;
  • ტვირთის მფლობელებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • საქმიანობის დროს საერთო ინტერესების დაცვა
  • მომწოდებლის ინფორმირება დაგეგმილი ოპერაციების შესახებ და მათგან ინფორმაციების ოპერატიულად მიღება;
  • შეფერხების წარმოშობის შემთხვევაში დამკვეთისათვის დახმარების მზადყოფნა;
  • აღებული პასუხისმგებლობის შესრულება;
 
 
ტარიფიკაცია
 
ყველა გადაზვიდვის ტარიფიკაცია ეფუძნება შემდეგ მონაცემებს:
 
  • ტვირთის სახეობა, წონა, შეფუთვის ზომები;
  • ტვირთის აღებისა და დაცლის მისამართები;
  • საბაჟო პუნქტების მისამართები;
  • ტემპერატურული რეჟიმი ტრანსპორტირებისას (თუ საჭიროებს)
ბეჭდვა