ინკოტერმსი

ინკოტერმსი

საერთაშორისო კომერციული ტერმინები 2000


ღირებულება მიწოდების მომსახურების გარეშე

inco1

რისკის მიწოდება/გადატანა მაშინ ხდება, როცა გამყიდველი მყიდველისთვის განკუთვნილ საქონელს განათავსებს თავის (გამყიდველის) ტერიტორიაზე ან სხვა დასახელებულ ადგილას (მაგ, ქარხანა, საწყობი და ა.შ.), დანიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის გარეშე.

ღირებულების გადატანა: მიწოდების დრო
საქონლის მომზადება ექსპორტისთვის: მყიდველი


გადაზიდვაზე პასუხისმგებლობის გადაბარება

inco2

 

 

 

თუ გადაზიდვაზე პასუხისმგებლობის გადაბარება/გადატანის ადგილად დასახელებულია გამყიდველის ტერიტორია/ობიექტი, რისკების გადაბარება ხდება საქონლის იმ სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვისთანავე, რომელიც განახორციელებს გადაზიდვას და რომელიც შეარჩია მყიდველმა. თუ გადაზიდვაზე პასუხისმგებლობის გადაბარება/გადატანის ადგილად დასახელებულია სხვა ადგილი, რისკების გადაბარება ხდება საქონლის იმ სატრანსპორტო საშუალებამდე მიტანისას, რომელიც შეარჩია მყიდველმა და განახორციელებს გადაზიდვას, თუმცა გამყიდველის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვამდე.

ღირებულების გადატანა: მიწოდების დრო

 



გამყიდველი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მიმღებ პორტამდე

ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და ხმელეთის წყლებზე ტრანსპორტირებისთვის. რისკების გადატანა ხორციელდება, როცა საქონელი ჯერ კიდევ იმყოფება გემზე, მიმღებ პორტში.

ღირებულების გადატანა: მიწოდების დრო

საქონლის მომზადება ექსპორტისთვის: გამყიდველი

 



გადაზიდვაზე პასუხისმგებლობის გადაბარება

4

ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და ხმელეთის წყლებზე ტრანსპორტირებისთვის. რისკების გადატანა ხორციელდება, როცა საქონელი დატოვებს გემს მყიდველის მიერ დასახელებულ მიმღებ პორტში.

ღირებულების გადატანა: მიწოდების დრო

საქონლის მომზადება ექსპორტისთვის: გამყიდველი

 



ღირებულება და ფრახტი

ღირებულება, დაზღვევა და ფრახტი

5

ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და ხმელეთის წყლებზე ტრანსპორტირებისთვის. რისკების გადატანა ხორციელდება როცა საქონელი დატოვებს გემს მყიდველის მიერ დასახელებულ მიმღებ პორტში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საქონლის მიმღებ პორტამდე ტრანსპორტირების ღირებულება და ფრახტი, დატვირთვის ღირებულების ჩათვლით. CIF –ის მიხედვით, გამყიდველმა უნდა მოიპოვოს ტვირთის დაზღვევა საკუთარი ხარჯებით, რათა დაფაროს მყიდველის რისკები.

 




გადაზიდვის და დაზღვევის ღირებულება გადახდილია

6

რისკების გადატანა ხორციელდება, როცა საქონელი გადაეცემა პირველ გადამზიდავს. გამყიდველი ვადლებულია გადაიხადოს ღირებულება და ფრახტი საქონლის დანიშნულების ადგილამდე მისატანად, გადმოტვირთვის ღირებულების ჩათვლით. გამყიდველი ვალდებულია განახორციელოს ექსპორტის საბაჟო პროცედურები. CIP -ის მიხედვით, გამყიდველმა უნდა მოიპოვოს ტვირთის დაზღვევა საკუთარი ხარჯებით, რათა დაფაროს მყიდველის რისკები.

 



ტრანსპორტირება დანიშნულ წერტილამდე

7

რისკების გადატანა ხორციელდება, როცა საქონელი მყიდველის მიერ დანიშნულ ადგილას ტრანსპორტირებულია შეთანხმებულ დროში ან პერიოდის განმავლობაში, თუმცა საქონლის გადმოტვირთვამდე.

ღირებულების გადატანა: მიწოდების დრო

საქონლის მომზადება ექსპორტისთვის: გამყიდველი

 



ტრანსპორტირება პორტამდე

8

ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და სახმელეთო წყლებით ტრანსპორტირების შემთხვევაში. რისკების გადატანა ხორციელდება, როცა საქონელი მყიდველის განკარგულებაშია ჯერ კიდევ გემზე, მიმღებ პორტში.

ღირებულების გადატანა: მიწოდების დრო

საქონლის მომზადება ექსპორტისთვის: გამყიდველი

 

 



ტრანსპორტირება პორტამდე გადმოტვირთვის ჩათვლით

10

ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და სახმელეთო წყლებით ტრანსპორტირების შემთხვევაში. რისკების გადატანა ხორციელდება, როცა გემიდან მიმღებ პორტში გადმოტვირთული საქონელი მყიდველის განკარგულებაშია.

ღირებულების გადატანა: მიწოდების დრო

საქონლის მომზადება ექსპორტისთვის: გამყიდველი

 



ტრანსპორტირება დანიშნულების წერტილამდე გადასახადების გადაუხდელად (გადმოტვირთვის გარეშე)

11

რისკების გადატანა ხორციელდება, როცა დანიშნულების წერტილამდე ტრანსპორტირებული საქონელი მყიდველის განკარგულებაშია ჯერ კიდევ სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთის გარეშე.

ღირებულების გადატანა: მიწოდების დრო

DDU საქონლის საბაჟო საკითხების მოგვარება ტრანსპორტირებისთვის: გამყიდველი

DDP საქონლის საბაჟო საკითხების მოგვარება იმპორტისთვის/ექსპორტისთვის: გამყიდველი